ტრანსფერი რეალურია - ნიუკასლი ჟორჟინიოსთვის იბრძვის
სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღეში გაიხსნება და გუნდები ბევრს აქტიურობენ. იტალიური მედია მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ შესაძლოა ჟორჟინიომ „ჩელსი“ დატოვოს, მაგრამ პრემიერ ლიგაში მაინც დარჩეს.
იტალიელი ნახევარმცველით არც მეტი, არც ნაკლები „ნიუკასლი“ ინტერესდება, რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.
ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ 31 წლის ფეხბურთელს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, ხოლო „კაჭკაჭებს“ მისი შეძენა იანვარში სურთ. აქედან გამომდინარე, „არისტოკრატები“ გარკვეულ თანხას მიიღებენ, რაც მათ ენცო ფერნანდესის შეძენაში დაეხმარებათ.
Jorginho, expiring in 2023, could leave #CFC as early as January: Newcastle is very interested in the midfielder. #Chelsea would also have ready an offer of more than 100 million for Benfica's Enzo Fernandez, the 21 year-old named the Best Young Player of #Qatar2022 . pic.twitter.com/iIey6vnJbP
— Angelo Mangiante (@angelomangiante) December 28, 2022
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2 გზის გამარჯვებულმა „ბენფიკას“ ენცოს სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო შესთავაზა და ლისაბონური კლუბი ამ საკითხზე სერიოზულად ფიქრობს.
ცნობისთვის, ჟორჟინიო „ჩელსის“ 2018 წელს „ნაპოლიდან“ შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, იტალიელმა ნახევარმცველმა „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 208-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.