კრიშტიანუ რონალდუ, პატრის ევრა, ბრუნო ფერნანდეში
Aa
Aa

ევრა: რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდში ბოსი ისევ ბრუნოა

პატრის ევრა თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, გუნდში ბრუნო ფერნანდეშმა ლიდერის როლი დაიბრუნა.

„ბრუნო ფერნანდეში უნდა იყოს პასუხისმგებელი გუნდის თამაშზე და ლიდერის როლი მან უნდა მოირგოს. ახლა, როცა რონალდუ კლუბში აღარ არის, ისეთი შეგრძნებაა, რომ ის ისევ ბოსი გახდა. ის ასრულებს საჯარიმოებს და კუთხურებს. ვწუხვარ, მაგრამ ბრუნო ფერნანდეშს სწორედ ეს სჭირდებოდა. ეს სიმართლეა.

მახსოვს, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ვესაუბრე და მას არ სურდა ამაზე ლაპარაკი, ის ამბობდა: „ყველასთან თამაში არ შემიძლია“. მაგრამ, როგორც საფრანგეთში ამბობენ, სამზარეულოში ორი შეფ-მზარეულის ყოლა არ შეიძლება. ზუსტად ასე მოხდა, რის გამოც ბრუნო ფერნანდეშის კარგი თამაში არ მიკვირს“,

- უთხრა Amazon Prime-ს მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და ამჟამად უგუნდოდ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს კუბო პელესთვის - ჯერ ცოცხალია, მაგრამ დაკრძალვისთვის ემზადებიან
ოქროს კუბო პელესთვის - ჯერ ცოცხალია, მაგრამ დაკრძალვისთვის ემზადებიან