რომანომ დაადასტურა - ნაპოლი ახალ ფეხბურთელს იმატებს
სატრანსფერო ფანჯარა სულ მალე გაიხსნება და კლუბები ახალი ფეხბურთელების გადმოყვანაზე უკვე ზრუნავენ. გამონაკლისი არც „ნაპოლი“ გახლავთ.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი „სამპდორიადან“ ბარტოჟ ბერეჟინსკის იმატებს, რომელიც ჯოვანი დი ლორენცოს ალტერნატივად განიხილება. მოგეხსენებათ, ძირითად შემადგენლობაში გამუდმებით ერთი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს და პოლონელი მოთამაშე დი ლორენცოს შემცვლელად იდეალური ვარიანტია.
Bartosz Bereszyński, set to join Napoli in the next days from Sampdoria. Deal being completed with Zanoli to join Sampdoria in same agreement. ???????????? #transfers
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 28, 2022
Personal terms agreed, Bereszyński will be backup option for Di Lorenzo. pic.twitter.com/14E2kCdKn6
რომანოს თქმით, ბერეჟინსკისთან პირადი დეტალები შეთანხმებულია. 30 წლის მარჯვენა მცველი კონტრაქტს რამდენიმე დღეში მოაწერს ხელს.
ცნობისთვის, ბარტოჟს სერია ა-ში თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის „სამპდორიას“ 2017 წელს შეუერთდა და იტალიის ჩემპიონატში 179 მატჩი ჩაატარა.