რონალდუს წინასწარმეტყველება - 5 ფეხბურთელს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა
კრიშტიანუ რონალდუს კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. 2015 წელს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ის 5 ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მისი აზრით ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ.
რონალდუ:
„ბევრ კარგ და დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელს ვხედავ, მაგრამ მე რამდენიმეს გამოვარჩევ. დიდი მომავალი ექნება მარტინ ოდეგორს, რომელიც ჯერ ახლა მხოლოდ 16 წლის არის. ასევე გამოსარჩევია „მანჩესტერ იუნაიტედის“ „შვიდიანი“ მემფის დეპაი. ვფიქრობ, აზარი, პოგბა და ნეიმარი დიდ ფეხბურთს ითამაშებენ.“
საინტერესო სად არიან ახლა აღნიშნული მოთამაშეები. 7 წელი გავიდა და ოდეგორი „არსენალის“ კაპიტანი გახდა. ამ შემთხვევაში კრიშტიანუს წინასწარმეტყველება ახდა. მემფისის მანჩესტერული კარიერა არ გამოვიდა და ნიდერლანდელმა თავი საუკეთესოდ „ლიონში“ წარმოაჩინა. შემდეგ „ბარსელონაში“ გადავიდა და კვლავ არაფერი გამოუვიდა.
ედენ აზარი „ჩელსიში“ ბრწყინვალე იყო და ის „ბლანკოსში“ სწორედ რონალდუს შემცვლელად მიიყვანეს, მაგრამ ბელგიელი შემტევი ალბათ 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი გამოდგა. არც პოგბამ მოწყვიტა ვარსკვლავები. „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვერაფერი ღირებული ვერ მოიგო და „იუვენტუსში“ დაბრუნდა და ახლა ტრავმის მკურნალობის პროცესშია.
რაც შეეხება ნეიმარს, ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა საბოლოო ჯამში „პარი სენ ჟერმენში“ მაინც დაიმკვიდრა თავი და ახლა შესანიშნავი სეზონი აქვს, თუმცა რიგ ეპიზოდებში ფრანგი ქომაგები მისგან გაცილებით მეტს ითხოვენ.