ევრა რონალდუზე: ასეთი ინტერვიუს შემდეგ, უკან დახევა აღარ გამოდის
პატრის ევრამ რონალდუს „იუნაიტედიდან“ არასასიამოვნო ფორმით წასვლაზე და განვლილ სირთულეებზე ისაუბრა.
„არ ვიცი, იყო თუ არა ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, კლუბიც და კრიშტიანუც ბედნიერები არიან, რადგან სიტუაცია რთული იყო. ბევრი დავა იყო. ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუზე უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე მანჩესტერ იუნაიტედზე და არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე კლუბი.
რონალდუსთვის ეს მტკივნეული იყო. ისიც ადამიანია. მისი ბოლო ინტერვიუ არ იყო საუკეთესო, რადგან კლუბზე ცუდი არ უნდა თქვა, მაგრამ მან აჩვენა, რომ რონალდუ კაცია. უცნობია რა მოხდა კულისებში, ამიტომ რონალდუს სახელით არ ვისაუბრებ. ეს ყველაფერი მას და ტენ ჰაგს შორის დარჩება.
ასეთი ინტერვიუს შემდეგ უკან დახევა აღარ გამოდის. კლუბმა და თავად რონალდუმ იცოდნენ, რომ ის აღარასდროს ითამაშებდა იუნაიტედში.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რას მიაღწია მან ამ კლუბში. რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია“,
- განუცხადა ევრამ Amazon Prime-ს.