ვისელ კობე, ბოიან კრკიჩი
Aa
Aa

იაპონიაშიც აღარ სჭირდებათ - ბოიან კრკიჩს ვისელ კობიდან უშვებენ

ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავი ბოიან კრკიჩი არც იაპონიაში აღარ სჭირდებათ. „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელს „ვისელ კობი“ კონტრაქტს არ უხანგრძლივებს და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ის თავისუფალი აგენტი ხდება.

ამის შესახებ ინფორმაცია „ვისელ კობის“ ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. თავად ბოიან კრკიჩმა კი განაცხადა:

„დიდი მადლობა ყველას, ვინც იაპონიაში ჩამოსვლის და „ვისელ კობში“ თამაშის საშუალება მომცა. აქაური გამოცდილება სულ სხვანაირია. ამ ქვეყნის კულტურის გაცნობისას, ყველასგან ვგრძნობდი სიყვარულს და მხარდაჭერას.

თქვენი წყალობით ძალიან სწრაფად შევძელი ადაპტაცია. ქვეყნის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამიჩნდა. ჩემი კარიერა „ვისელ კობში“ დასრულდა, მაგრამ ამ გუნდის გულშემატკივარი ყოველთვის ვიქნები.“

შეგახსენებთ, რომ 32 წლის შემტევი იაპონურ კლუბს 2021 წელს შეუერთდა. დღემდე კრკიჩმა „ვისელ კობის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 26-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, ბოიანის კარიერა მას შემდეგ აირია, რაც „ბარსელონა“ დატოვა. სხვადასხვა დროს კრკიჩმა „რომაში“, „მილანში“, „აიაქსში“, „სტოკ სიტიში“, „მაინცში“ და „მონრეალში“ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი შეთანხმებულია - სკალონი არგენტინასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ყველაფერი შეთანხმებულია - სკალონი არგენტინასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს