წლის ბოლო რეიტინგი - IJF-ის ლიდერთა სიაში 3 ქართველია!
წლის ბოლო რეიტინგი - IJF-ის ლიდერთა სიაში 3 ქართველია!
ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ძიუდოს ფედერაციამ (IJF) 2022 საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც სამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად ქართველი ძიუდოისტი გვხვდება.
-60 კგ. წონით კატეგორიაში საუკეთესო ათეულში მხოლოდ 1 ქართველია. 3574 ქულით ახალგაზრდა ფალავანი, გიორგი სარდალაშვილი მე-7 პოზიციას იკავებს.
-66 კგ. წონით კატეგორიაშიც ერთი ქართველი გვხვდება. ვაჟა მარგველაშვილი 4170 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.
-73 კგ. წონით კატეგორიას 6615 ქულით ლაშა შავდათუაშვილი ლიდერობს.
-81 კგ. წონითი კატეგორიის სიის ლიდერი ტატო გრიგალაშვილია, რომელმაც 2022 წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებული გახდა. ტატოს 9296 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ მატიას კასეს თითქმის 2000 ქულით უსწრებს.
-90 კგ. წონითი კატეგორიის ათეულში 3 ქართველი ძიუდოისტი იმყოფება. მე-3 ადგილზე 5593 ქულით ბექა ღვინიაშვილია, მას 4865 ქულით ლუკა მაისურაძე მოჰყვება, მე-7 პოზიციას კი ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, ლაშა ბექაური იკავებს, რომელსაც 4000 ქულა აქვს.
-100 კგ. წონით კატეგორიას 5752 ქულით ილია სულამანიძე ლიდერობს. რეიტინგის ათეულს კი ვარლამ ლიპარტელიანი ხურავს, რომელსაც 3531 ქულა აქვს.
მძიმე წონაში საქართველოს მხოლოდ 1 ძიუდოისტი ჰყავს წარმოდგენილი. 4699 ქულით გურამ თუშიშვილი მეორე პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება გოგონებს, ყველა წონითი კატეგორიიდან საუკეთესო ათეულში მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი გვხვდება. -57 კგ. წონაში ლიპარტელიანი 4592 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
აქვე გეტყვით, რომ მამაკაც ძიუდოისტთა საერთო რეიტინგის ათეულში სამი ქართველი ძიუდოისტია წარმოდგენილი. სიას ტატო გრიგალაშვილი ლიდერობს, მე-4 ადგილზე ლაშა შავდათუაშვილი იმყოფება, მე-7 ადგილზე კი ილია სულამანიძეა.