ინდიანა პეისერსი, გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 11 წუთი და 4 ქულა - ინდიანა ისევ დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „ნიუ ორლეანს პელიკანსს“ დაუპირისპირდა და 20 ქულის სხვაობით, 113:93 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში მაშინ ჩაერთო, როდესაც ინდიანას ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. გოგამ მხოლოდ მატჩის დასკვნით მეოთხედში ითამაშა და პარკეტზე 10:56 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 4 ქულისა და 1 მოხსნის მოგროვება მოასწრო. ბითაძემ ორიდან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ მოხსნა ბურთი მეტოქის ფარზე და მოწინააღმდეგეზე ორჯერ დაჯარიმდა.

საუკეთესო კალათბურთელი კი „პელიკანსის“ ცენტრი, იონას ვალანჩუნასი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო: 20 ქულა, 12 მოხსნა, 5 ასისტი, 1-1 ჩაჭრა-ბლოკი 28:40 წუთში.

34 ტურის შემდეგ გოგა ბითაძის გუნდი 17 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს. ინდიანას მომდევნო მატჩი ხვალ, საკუთარ არენაზე „ატლანტა ჰოუკსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგი დუბლი - შენგელიამ ვირტუს ბოლონიას მოაგებინა
ორმაგი დუბლი - შენგელიამ ვირტუს ბოლონიას მოაგებინა