37 მილიონი პლუს ბონუსი - გაკპო ლივერპულს უახლოვდება
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და გამორჩეულ ფეხბურთელებზე ნადირობა დაიწყო. საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა კოდი გაკპომ, რომელიც ახლა პსვ-ს ღირსებას იცავს.
სპორტულ მედიაში არაერთი ცნობა გავრცელდა. ნიდერლანდელ ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებდნენ და თავად ინგლისური კლუბიც დიდ ინტერესს იჩენდა, თუმცა დღეს ახალი ინფორმაცია გავრცელდა.
სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ლივერპულმა“ პსვ-ს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. მერსისაიდელები მის ნაცვლად 37 მილიონ ევროს იხდიან, რასაც ბონუსი აუცილებლად დაემატება და სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონს მიაღწევს.
ახლა მოლაპარაკება პირად დეტალებზე მიმდინარეობს. „ლივერპულმა“ გაკპოს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზა. რომანოს თქმით, იურგენ კლოპი კოდის სასწრაფოდ შეძენას ითხოვს, რადგან ლუის დიასი მერსისაიდულ გრანდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ფაბრიციო იმასაც წერს, რომ პსვ-მ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაკპოს შესაძენად მწვანე შუქი ჯერ კიდევ აგვისტოში აუნთო, მაგრამ სერიოზული დაინტერესება ქმედით ნაბიჯებში არ გადაიზარდა და ახლა ფავორიტი „ლივერპულია.“
Liverpool are in advanced talks to sign Cody Gakpo. Official bid has been submitted for £37m guaranteed fee plus add-ons. ???????????? #LFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 26, 2022
Negotiations are in progress, as called by @_pauljoyce.
Manchester United had green light on player side, but no decision on bid to PSV Eindhoven. pic.twitter.com/ROgnYXiH6d