ტოტენჰემი, ჰარი კეინი, ბრენტფორდი
Aa
Aa

კეინის რეკორდი - პრემიერ ლიგა დაბრუნდა

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და საკლუბო ფეხბურთი განახლდა. პრემიერ ლიგაში “Boxing day” მიმდინარეობს. პირველი შეხვედრა კი „ბრენტფორდსა“ და „ტოტენჰემს“ შორის გაიმართა. გუნდებმა ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს და ქულები გაიყვეს.

„დეზების“ მხრიდან ერთი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა და პრემიერ ლიგის ისტორიაში ჩაეწერა. 29 წლის თავდამსხმელმა ყველა იმ კლუბს გაუტანა, რომლებსაც ოდესმე ინგლისის მთავარ ჩემპიონატში დაპირისპირებია. ასეთი კი 32 გახლავთ.

ასევე, კეინი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში “Boxing day-ს“ ყველა მატჩში მოახერხა გოლის გატანა(10). ასეთი შედეგი სხვა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ტოტენჰემს“ 30 ქულა დაუგროვდა და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, თუმცა კონტეს გუნდის უშუალო კონკურენტს „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 26 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულზე არ ეხატება - ემერის ემი მარტინესის გაყიდვა უნდა
გულზე არ ეხატება - ემერის ემი მარტინესის გაყიდვა უნდა