გულზე არ ეხატება - ემერის ემი მარტინესის გაყიდვა უნდა
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა. ამის ფონზე კი არგენტინელ კარის დარაჯს ქცევებს უწუნებენ.
სპორტულ მედიაში მარტინესი მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც კილიან მბაპეს გამოსახულების თოჯინა აღნიშვნის ცერემონიაზე გამოაჩინა. ამ ფაქტით „დიბუმ“ პსჟ-ს ვარსკვლავს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ასტონ ვილას“ მეკარეს ცნობილი სპორტსმენებიც აკრიტიკებდნენ და საბოლოო ჯამში მის გარშემო საკმაოდ ცუდი სიტუაცია განვითარდა.
გამოცემა Estadio Deportivo-ს ინფორმაციით, ბირმინგემული კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის მარტინესი არ მოსწონს და შესაძლოა მუნდიალის საუკეთესო მეკარეს კლუბის დატოვება მოუწიოს. აღნიშნული წყაროს მის შემცვლელსაც ასახელებს.
ესპანელ სპეციალისტს საკუთარ კლუბში ბონოს ხილვა სურს, რომელიც მაროკოსთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ემერი და ემილიანო ერთად „არსენალშიც“ მუშაობდნენ, მაგრამ უნარიმ ის გარკვეული მიზეზების გამო „რედინგში“ გაანათხოვრა და მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, არგენტინელი კიპერის გადაბირებით მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება, რომელსაც მიმდინარე სეზონში მანუელ ნოიერი აღარ ეყოლება. ვეტერანმა მეკარემ თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა.