ხულიან ალვარესი, ივან სამორანო
Aa
Aa

ზამორანო: “ალვარესი მბაპეზე და ჰოლანდზე სრულყოფილია“

არგენტინამ ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ამაში საკმაოდ დიდი წვლილი ხულიან ალვარესმა შეიტანა. „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მუნდიალის შემდეგ მას არაერთ ვარსკვლავს ადარებენ.

მაგალითად, ჩილელი ყოფილი ფეხბურთელი ივან ზამორანო თვლის, რომ ალვარესი კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდს სჯობს.

ზამორანო:

„მაკ ალისტერი, ენცო ფერნანდესი და ხულიან ალვარესი არგენტინის ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად არ განიხილებოდნენ, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე მათ მოუმატეს და შეუცვლელნი გახდნენ. ჩემპიონობაში კი დიდი წვლილი შეიტანეს. პირადად მე კლასიკური თავდამსხმელი ვიყავი და თანამედროვე ფეხბურთში ეს პოზიცია თითქმის აღარ არსებობს.

ვფიქრობ, ალვარესი ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელია. ის ყველაფერს კარგად აკეთებს. შეუძლია ითამაშოს ორივე ფლანგზე, შეიწიოს ცენტრისკენ და შორიდან დაარტყას. არ თაკილობს უკან ჩასვლას და მისი ძლიერი მხარე თავით დარტყმაც გახლავთ. ასევე, აქვს მოედნის შესანიშნავი ხედვა, რაც ხორვატიასთან მატჩში დამტკიცდა. ასე რომ, როდესაც საუკეთესო თავდამსხმელზე იტყვით რამეს, ალვარესი ყოველთვის ახსენეთ.

მაგალითად, ერლინგ ჰოლანდი ფლანგზე კარგად ვერ თამაშობს. ყველამ ვნახეთ, რომ მბაპე „ცხრიანის“ პოზიციაზე პროდუქტიული არ არის. ხულიანი კი ამ ყველაფერს ერთნაირი სიმძლავრით და ხარისხით აკეთებს. ალვარესს აქვს ძალიან დიდი გული და ბრძოლის ჟინი, რაც მას სრულყოფილ მოთამაშედ აქცევს.“

შეგახსენებთ, რომ კატარში გამართულ მუნდიალზე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი 4 გატანილი გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოპი: „მესი უდიადესია მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით მინახავს“
კლოპი: „მესი უდიადესია მათ შორის, ვინც საკუთარი თვალით მინახავს“