„მითხრეს, რომ არ მეთამაშა“ - ზიდანის უცნობი ისტორია
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, საფრანგეთის ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. იმ მატჩის მთავარი გმირი ზინედინ ზიდანი გახდა, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელებში „ზიზუს“ მიერ L'ÉQUIPE-სთვის მიცემული ინტერვიუს ნაწილი გავრცელდა, რომელშიც ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი „სელესაოსთან“ დაპირისპირებას იხსენებს. ზიდანმა საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ექიმებმა ურჩიეს, ბრაზილიასთან არ ეთამაშა.
„ბრაზილიასთან გამართული მატჩი 2006 წელს? სამფეროვანთა მაისურით ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო და ის დაპირისპირება ტრავმირებულმა ჩავატარე. ბარძაყზე გამონაზარდი მქონდა და ამის შესახებ არავინ იცოდა. კვლევები ჩამიტარეს და მითხრეს, რომ არ უნდა მეთამაშა, რაზეც ვუპასუხე, რომ ამის შანსი უბრალოდ არ არსებობდა“.
Zidane :
— BeFootball (@_BeFootball) December 26, 2022
« Le Brésil en 2006 ? L’un de mes plus beaux matches chez les Bleus. Et que je joue blessé. […] J’ai une boule sur la cuisse, personne ne l’a su. Je passe des examens, ils me disent que je ne joue pas. Je dis : "Quoi? Hors de question." »
(@lequipe) pic.twitter.com/rXgJt7Sgbw
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთი ფინალში გავიდა, სადაც იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა - 3:5.