ლევან გორგაძე
Aa
Aa

ტოჩინოშინის მეასე ბაშო - რა წოდებით გამოვა ქართველი რიკიში

2023 წლის 8 იანვარს, „კოკუგიკანის“ სასახლეში „ჰაცუ ბაშო“ დაიწყება, რომელიც ქართველი სუმოტორისთვის, ლევან გორგაძისთვის საიუბილეო იქნება. ტოჩინოშინი მონაწილეობას მეასე სუპერტურნირზე მიიღებს და ცნობილია, „ტოჩი“ რა წოდებით იასპარეზებს.

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე გამოაქვეყნა და გორგაძე დაქვეითდა, რაც მოსალოდნელიც იყო. ლევანმა გასული ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და 6 მოგება და 9 წაგება ჰქონდა, რის შემდეგაც დასავლეთის მე-11 მაეგაშირა იქნება.

განახლებული ბანძუკეს სათავეში ტერუნოფუჯია, რომელიც ერთადერთი იოკოძუნა გახლავთ. ოძეკის წოდება მხოლოდ ტაკაკეიშოს აქვს, სეკივაკეები კი ვაკატაკაკაგე, ჰოშორიუ, ტაკაიასუ და შოდაი არიან. კომუსუბის რანგს რაც შეეხება, ამ სტატუსით კირიბაიამა, კოტონოვაკა, მეისეი და ვაკამოტოჰარუ იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ „ჰაცუ ბაშო“ 22 იანვარს დასრულდება, ლევან გორგაძის პირველი მეტოქის ვინაობა კი სუპერტურნირის სტარტამდე 2 დღით ადრე გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომან დოლიძის დიდი აღიარება - წლის საუკეთესო მებრძოლებს შორის მოხვდა
რომან დოლიძის დიდი აღიარება - წლის საუკეთესო მებრძოლებს შორის მოხვდა