დალასმა ლეგენდა დააფასა - მავსმა დირკ ნოვიცკის ძეგლი გაუხსნა
„დალას მავერიქსმა“ ლეგენდარული კალათბურთელი, დირკ ნოვიცკი დააფასა. ტექსასელებმა გერმანელ მძიმე ფორვარდს ძეგლი გაუხსნეს და ამიერიდან, შეგეძლებათ, „ამერიქან ეირლაინს არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დირკის საფირმო მოძრაობის ამსახველი მონუმენტი იხილოთ.
— The Kobe Beef (@TheKobeBeef) December 25, 2022
„ეს ჩემთვის უდიდესი პატივია და ძალიან ბედნიერი ვარ. ემოციები ვერ შევიკავე, როცა ძეგლი აღმართეს. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მზე იდეალურად ანათებდა და მხოლოდ ძეგლზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი. მადლობას ვუხდი, ჩემს ქომაგებსა და ოჯახის წევრებს და გიტოვებთ ფრაზას, რომელიც 21 ასოსგან შედგება, რაც ჩემ მიერ დალასში გატარებული წლების რაოდენობაა - „Loyalty never fades away (ერთგულება არასდროს ქრება)“, -განაცხადა დირკმა.
შეგახსენებთ, რომ ნოვიცკის მთელი კარიერა „დალასში“ აქვს გატარებული. 2011 წელს, იგი „მავსთან“ ერთად NBA-ის ჩემპიონი გახდა და ფინალურ სერიაში მრისხანე „მაიამი ჰითს“ სძლია. ნოვიცკი ყველა ვარსკვლავის მატჩის 14-გზის მონაწილეა და 2007 წელს, MVP-ის ჯილდოც დაისაკუთრა.