კრისტიან ძაკარდო, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ცნობილია მეორე ქართველის ვინაობა, რომელსაც ნაპოლი აკვირდება

მალე, „ნაპოლიში“, ან იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე ვიხილოთ. „პირველი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბი „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ გუნდ „თელავის“ ახალგაზრდა შემტევს, გიორგი კვერნაძეს აკვირდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ამჟამად ცნობილმა აგენტმა, კრისტიან ძაკარდომ განაცხადა, რომ ის კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდებოდა, თუმცა მაშინ სახელი და გვარი არ დაასახელა.

რას ამბობდა ძაკარდო:

არის ახალი, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მზად არის აფეთქებისთვის. საუბარია 2003 წელს დაბადებულ შემტევზე, ძალიან საინტერესო მოთამაშეა. მის სახელს მოგვიანებით გეტყვით, მალე ყველაფერს გაიგებთ.

ცნობისთვის, გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ დებიუტო 2021 წელს ჰქონდა. 19 წლის ფეხბურთელი 2022 წლის სეზონიდან იჯარის წესით „თელავში“ ირიცხება, სადაც აწ უკვე დასრულებულ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად, 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ კრისტიან ძაკარდო „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე შუამავლის როლს თამაშობდა და გარიგების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ქართველი ჯადოქარი“ - GOAL-ის ტოპ 11-ში კვარა, მესი და სხვები
„ნაპოლის ქართველი ჯადოქარი“ - GOAL-ის ტოპ 11-ში კვარა, მესი და სხვები