ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუკა დი მარციო
Aa
Aa

„სერია A-ში 2022 წლის აღმოჩენაა!“ - კვარა დი მარციოს რჩეულებში მოხვდა

ვინ იყო ყველაზე ხმაურიანი მოთამაშე 2022 წელს ევროპის ტოპ 5 ლიგაში? ამასთან დაკავშირებით Sky Sports-ის იტალიური ბიურო, კერძოდ კი ამ სააგენტოს გავლენიანი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იმ ფეხბურთელებს ასახელებს, რომებმაც ახალი სეზონის დაწყების დღიდან გულშემატკივრებს და მედიის წარმომადგენლებს თავი ყველაზე მეტად დაამახსოვრეს.

სასიამოვნოა, რომ დი მარციო თავის სიას საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელით ხსნის და ქართველი ფეხბურთელის მიმართ გაოცებას ვერ მალავს. იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩას მიმართ არც საქებარ სიტყვებს იშურებს.

რას წერს დი მარციო:

ჩვენი სერია ხვიჩა კვარაცხელიათი უნდა დავიწყოთ. ზაფხულში, საქართველოდან ნეაპოლში ჩავიდა ბიჭი, რომელზეც დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ ამ დონის გამოსვლაზე ფიქრიც კი სიგიჟე იქნებოდა. პირველ ექვს თვეში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩა სერია A-ს შუაზე ყოფს, მარცხენა ფლანგე აკეთებს იმას, რაც სურს. ის ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დრიბლინგით იშორებს, ართობს და ასევე იცის, როგორ უნდა მოახდინოს მისი მატერიალიზება. გოლები და საგოლე პასები. ხვიჩა ჩვენი ჩემპიონატის 2022 წლის აღმოჩენაა.

ხვიჩას გარდა, ჯანლუკა დი მარციოს სიაში ისეთი ფეხბურთლები მოხვდნენ, როგორებიც არიან ალეხანდრო გარნაჩო („მანჩესტერ იუნაიტედი“), იოსკო გვარდიოლი („ლეიპციგი“), გავი („ბარსელონა“), აზედინ ოუნაჰი („ანჟერი“).

საერთო ჯამში, კვარას „ნაპოლიში“ დებიუტის შემდეგ, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ს 4 იანვარს, „ინტერთან“ გასვლითი შეხვედრით განაახლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას გარდა ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს“ - სანიოლის ინტერვიუ გაძეტასთან
„ხვიჩას გარდა ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს“ - სანიოლის ინტერვიუ გაძეტასთან