ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ქართველი ჯადოქარი“ - GOAL-ის ტოპ 11-ში კვარა, მესი და სხვები

ცნობილი სპორტული ვებ გვერდი Goal-ი ევროპული საკლუბო სეზონის სიმბოლურ თერთმეტეულს გვთავაზობს - 11 ფეხბურთელი, რომლებმაც მათი აზრით, სეზონის პირველი წრე ყველაზე შთამბეჭდავად ჩაატარეს.

სასიამოვნოა, რომ გუნდში იმყოფება ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც „ნაპოლისთან“ ერთად დიდებულ სეზონს ატარებს.

აი რას წერს Goal-ი ხვიჩას შესახებ:

„ახლა კი მივადექით კაცს, რომელიც უკვე სეზონის მთავარ ტრანსფერად გვევლინება. ნაპოლის ქართველი ჯადოქარი კვარაცხელია.

21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ბათუმის დინამოდან სულ რაღაც 10 მილიონი ევრო დაჯდა. ნაპოლის შემადგენლობაში მან პირველი 17 მატჩი ფენომენალურად ჩაატარა და კლუბის სიმბოლოს დიეგო მარადონას სახელიც - „კვარადონა" მოიპოვა.

კვარაცხელია არის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი, ახალი თაობის გარემარბი, რომელზეც მთელი კონტინენტის მცველებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შეაჩერონ, მათ შორის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, რომელსაც კვარა დაუნდობლად ეთამაშა, როდესაც ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში ლივერპული 4-1 დაამარცხა.

ნაპოლი ათწლეულების განმავლობაში პირველად არის ნამდვილი კონკურენტუნარიანი გუნდი მრავალ ფრონტზე და კვარაცხელიას ლიდერობით, არ არსებობს მათთვის შეზღუდვა, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ ისინი“.

- წერს Goal-ი.

რაც შეეხება მთლიანად სეზონის პირველი ნახევრის თერთმეტეულს, ის ასე გამოიყურება:

მეკარე: ბრის სამბა (ლანსი)

მცველები: კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კიმ მინ ჯე (ნაპოლი), უილიამ სალიბა (არსენალი), ჟოაო კანსელუ (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი);

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ნეიმარი (ორივე პსჟ), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდო: მბაპე მე მგავს, მესიმ მოგება დაიმსახურა, ბრაზილიას კონტროლი დააკლდა
რონალდო: მბაპე მე მგავს, მესიმ მოგება დაიმსახურა, ბრაზილიას კონტროლი დააკლდა