კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

კაპელო რონალდუზე: ეს მისი ბრალია, თავხედურად იქცეოდა

კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სკანდალური ინტერვიუთი დაშორება, საფეხბურთო სამყაროში განხილვის საგნად დღემდე რჩება.

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო იმ ადამიანებს შორის არის, ვინც კრიშტიანუს ბოლოდროინდელ ქმედებებს არ ამართლებს და მეტიც, მის კრიტიკას არ ერიდება.

- რას ფიქრობთ რონალდუს კარიერულ ვარდნაზე?

„ეს მისივე ბრალია. იმის გათვალისწინებით, თუ რას მიაღწია მან კარიერაში, ეს მას და მის თავხედურ ქმედებას არ ამართლებს.

აქ მისი, როგორც ფეხბურთელის დონეს არ განიხილავენ. არ შეიძლება რონალდუ, როგორც ფეხბურთელი ეჭვქვეშ დააყენო, მაგრამ იმ მომენტში ის ამპარტავნულად და ქედმაღლურად იქცეოდა. წავიდა და შესთავაზა თავი სხვა გუნდებს, რომლებსაც მისი არ სჯეროდათ.

გუნდში მისი ყოფნა ცოტათი მძიმე ხდება, იგი გუნდისთვის ტვირთად იქცა“,

- განაცხადა კაპელომ Corriere della Sera-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს ურთიერთობა თავის აგენტთან ჟორჟე მენდეშთანაც დაეძაბა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც აგენტმა 30 (ევროპული) სავარაუდო კლუბიდან შეთანხმებას ვერცერთთან მიაღწია. კრიშტიანუს მოთხოვნების დაკმაყოფილება არცერთ გუნდს არ სურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport: კვარა გიჟივით ვარჯიშობს, რომ ფორმაში ჩადგეს
Corriere dello Sport: კვარა გიჟივით ვარჯიშობს, რომ ფორმაში ჩადგეს