„დაბრუნებით ბედნიერი ვარ“ - მარუშიჩი თბილისის დინამოში ითამაშებს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამარჯვებულის, თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში ზორან მარუშიჩი ითამაშებს. სერბი ფორვარდი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
მარუშიჩი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა:
"დინამოში“ დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. მოტივირებული ვარ, რომ ბევრი ვიშრომო და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო."
View this post on Instagram
2021 წლის სეზონში ბალკანელმა თავდამსხმელმა თბილისურ კლუბში 42 შეხვედრა ჩაატარა. მის აქტივში 18 გოლი და 9 საგოლე პასია. 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი მარუშიჩი 16 გოლით გახდა. გარდა ამისა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა.
2021 წელი მარუშიჩმა უზბეკურ „ნავბაქორში“ გაატარა, 32 შეხვედრაში 12 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.