ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ფედერიკო ბერნარდესკი
Aa
Aa

ბერნარდესკი: „ხვიჩა არაორდინალურია, ნაპოლი გიჟურ რაღაცებს აკეთებს“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში სერია ა-ს მიმდინარე სეზონზე ისაუბრა. მისი აზრით, ტურინის „იუვენტუსს“ „ნაპოლიზე“ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლია.

„ნაპოლი“ გიჟურ რაღაცებს აკეთებს და ხვიჩა კვარაცხელიას სახით არაორდინალური მოთამაშე ჰყავს, მაგრამ ვფიქრობ, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ყველაფერი წინაა, ჯერ კიდევ ღიაა საკითხი, თუ ვინ გახდება ჩემპიონი, რადგან ახალი ჩემპიონატი იანვარში დაიწყება. ვხედავ ორ გუნდს, რომელთაც სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩაბმის რესურსი აქვთ, ეს გუნდებია „იუვენტუსი“ და მილანის „ინტერი“.

„ნაპოლი“ „იუვენტუსს“ 10 ქულით უსწრებს, მაგრამ ვფიქრობ, „ბიანკონერის“ რაღაც აქვს შიგნით, რაც სხვებს არ აქვთ. პოტენციურად, „იუვენტუსს“ „ნაპოლიზე“ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ალეგრი არის მწვრთნელი გამარჯვებულის მენტალიტეტით. მუნდიალის დაწყებამდე, რამდენიმე შეხვედრაში ნამდვილი „იუვე“ ვნახე, შეტევაში მაღალ ხარისხს აჩვენებს. „იუვენტუსის“ შეჩერება რთული იქნება, როცა სრული ძალით ითამაშებს“.

15 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 41 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას „მილანი“ 33 ქულით იკავებს, მესამე ადგილზე „იუვენტუსია“ 31 ქულით, მე-4 ადგილს „ლაციო“ და „ინტერი“ 30-30 ქულით იყოფენ.

მე-16 ტურში მილანის „ინტერი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს, ტურინის „იუვენტუსი“ კი ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ესტუმრება, ხოლო „სალერნიტანა“ მოქმედ ჩემპიონ „მილანს“ მიიღებს. ეს მატჩები 4 იანვარს გაიმართება.

„კორიერე დელო სპორტი“ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. გამოცემა ყურადღებას ქართველი შემტევის ამჟამინდელ კონდიციებზე და მის ვარჯიშზე ამახვილებს - „კვარა“ დიდი მონდომებით ემზადება, რომ 4 იანვარს „ინტერთან“ გასვლითი მატჩისთვის სასურველი ფორმა აღიდგინოს. „კვარა ლივერპულთან ზურგის ტრავმის შემდეგ, ფორმაში შესვლას და დაბრუნებას ცდილობს. მას ამისთვის კიდევ 12 დღე აქვს. 4 იანვრისთვის „ინტერთან“ მატჩისთვის მზად უნდა იყოს. გუნდს კვარას გენიალურობა ძალიან აკლია, მისი შთაგონება შერწყმული აზროვნების სისხარტესა და საშემსრულებლო ოსტატობასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport: კვარა გიჟივით ვარჯიშობს, რომ ფორმაში ჩადგეს
Corriere dello Sport: კვარა გიჟივით ვარჯიშობს, რომ ფორმაში ჩადგეს