ჭადრაკის ფედერაციას მომდევნო 4 წლით აკაკი იაშვილი უხელმძღვანელებს
Aa
Aa

ჭადრაკის ფედერაციას მომდევნო 4 წლით აკაკი იაშვილი უხელმძღვანელებს

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო საარჩევნო ყრილობა გაიმართა.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას ფიდეს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი სამომავლო გეგმებზე და განვლილზე საუბრობს:

„ჩვენი დევიზია - ყველაფერი უმაღლესი შედეგისთვის. ფედერაციის ყველა ორგანო ამუშავდება მეტი ძალისხმევით იმისათვის რომ შედეგები კიდევ უფრო გაიზარდოს ყველა მიმართულებით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 2030 წლამდე დავიბრუნოთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის.

ვიმუშავებთ ფედერაციის რებრენდიგზე, გავაძლიერებთ ძალისხმევას მარკეტინგის მიმართულებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჭადრაკი გაუტოლდეს ოლიმპიურ სახეობებს.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბავშვთა ჭადრაკს  და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას“.

- ციტირებს აკაკი იაშვილის სიტყვებს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციას ბოლო 15 წლის განმავლობაში გიორგი გიორგაძე ხელმძღვანელობდა. მისი მოღვაწეობა ყრილობის დელეგატებმა წარმატებულად შეასაფასეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბთან ჩხუბს თავი აარიდე“ - დანიელ კორმიეს რჩევა შონ ომალის
„მერაბთან ჩხუბს თავი აარიდე“ - დანიელ კორმიეს რჩევა შონ ომალის