ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Corriere dello Sport: კვარა გიჟივით ვარჯიშობს, რომ ფორმაში ჩადგეს

იტალიური „კორიერე დელო სპორტი“ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. გამოცემა ყურადღებას ქართველი შემტევის ამჟამინდელ კონდიციებზე და მის ვარჯიშზე ამახვილებს - „კვარა“ დიდი მონდომებით ემზადება, რომ 4 იანვარს „ინტერთან“ გასვლითი მატჩისთვის სასურველი ფორმა აღიდგინოს.

„კვარა ლივერპულთან ზურგის ტრავმის შემდეგ, ფორმაში შესვლას და დაბრუნებას ცდილობს. მას ამისთვის 12 დღე აქვს. 4 იანვრისთვის ინტერთან მატჩისთვის მზად უნდა იყოს.

გუნდს კვარას გენიალურობა ძალიან აკლია, მისი შთაგონება შერწყმული აზროვნების სისხარტესა და საშემსრულებლო ოსტატობასთან.

კვარა გიჟივით ვარჯიშობს იმისთვის, რომ სწრაფად დაბრუნდეს. ლივერპულთან ტრავმის შემდეგ, სერია A-ში ბოლო სამი ტური გამოტოვა. 20 დღე მხოლოდ თერაპიის კურსს გადიოდა, ზურგის ტკივილის შემდეგ. ახლა ტკივილი გაქრა და მას ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს.

ბოლო მატჩებში ქართველს ფეხები დამძიმებული ჰქონდა, მისი დონის მოთამაშისთვის კი უჩვეულოდ ბევრ შეცდომას უშვებდა. დარტყმებისა და დრიბლინგების რაოდენობა მინიმუმამდე შეუმცირდა. მან ეს ყველაფერი კარგად იცის, რომ ამ ფაზაში მსგავსი რაღაცები ჩვეულებრივი ამბავია.

ინტერთან წლის პირველ მატჩამდე 12 დღე რჩება. მას ამდენი დრო აქვს დარჩენილი, რომ ძველებურად ათამაშდეს. რაც შეეხება მის კონტრაქტს, ჯუნტოლიმ თქვა, რომ სეზონის ბოლოს მასში ცვლილებებს შეიტანენ“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში დღემდე დაუმარცხებელია და უახლოეს მდევარ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალვატორე სირიგუ: „ხვიჩა ფენომენია, კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა იყოს“
სალვატორე სირიგუ: „ხვიჩა ფენომენია, კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა იყოს“