კლაუდიო რანიერი
Aa
Aa

დაბრუნება იტალიაში - რანიერიმ კალიარი ჩაიბარა

კლაუდიო რანიერი „კალიარის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. „როსობლუმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და 71 წლის სპეციალისტთან, რომელიც „კალიარის“ ადრეც წვრთნიდა, კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

 

„კალიარი მოხარულია გაცნობოთ, რომ კლაუდიო რანიერისთან შეთანხმებას მიაღწია. იგი მუშაობას პირველი იანვრიდან შეუდგება და როსობლუსთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მისტერ, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, რა მაგარია თქვენთან კიდევ ერთხელ ჩახუტება“, - ნათქვამია „კალიარის“ ოფიციალურ განცხადებაში.

 

ცნობისთვის, „როსობლუ“ სერია B-ში ასპარეზობს და არც თუ ისე კარგი პერიოდი უდგას. 18 შეხვედრიდან „კალიარიმ“ მხოლოდ 5-ში იმარჯვა და 22 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. სარდინიელებს პლეიოფის ზონამდე 4 ქულა აშორებთ, გასავარდნ ზონას კი 3 ქულით უსწრებენ.

შეგახსენებთ, რომ რანიერის ისეთ გუნდებში უმუშავია, როგორებიც „ნაპოლი“, „ფიორენტინა“, „ვალენსია“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „პარმა“, „იუვენტუსი“, „რომა“, „ინტერი“, „მონაკო“, „ლესტერი“ და „სამპდორია“ არიან. ბოლოს იგი „უოტფორდში“ მოღვაწეობდა და პრემიერ ლიგიდან სერია B-ს მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალვატორე სირიგუ: „ხვიჩა ფენომენია, კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა იყოს“
სალვატორე სირიგუ: „ხვიჩა ფენომენია, კარის წინ უფრო ეგოისტი უნდა იყოს“