ხვიჩა, ჰოლანდი, მანე, ლევანდოვსკი და სხვები - 2022 წლის ტოპ 10 ტრანსფერი
სპორტული სტატისტიკის ვებგვერდმა, Flashscore-მა 2022 წლის ტოპ 10 ტრანსფერი დაასახელა. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ის ფაქტია, რომ ათეულში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და „კვარა“ თანამედროვე ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავების გვერდით იმყოფება, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი, რობერტ ლევანდოვსკი, სადიო მანე, დარვინ ნუნიესი და სხვები არიან.
5️⃣ Kvaratskhelia
— Flashscore.co.uk (@FlashscoreUK) December 23, 2022
7️⃣ Antony
Read our full breakdown ⬇️https://t.co/KRJ7qAZEPA
„ივლისში, როცა ნაპოლის მენეჯერებმა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოაცხადეს, ცოტა ელოდებოდა, რომ იგი მსოფლიო დონის ვარსკვლავი რამდენიმე თვეში გახდებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც თავისი შესაძლებლობები რუბინში უკვე წარმოაჩინა, სერია A-ს პირველივე ტურიდან, ნაპოლის შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
კვარაცხელიამ გავლენა, როგორც მონცასთან, ისე ვერონასთან გამართულ შეხვედრაზე მოახდინა. საერთო ჯამში, მას პარტენოპეის მაისურით 8 ბურთი აქვს შეგდებული, რასაც 10 საგოლე გადაცემა ემატება და გასაკვირი არაა, რომ მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს. ეს ტრანსფერი იტალიური კლუბისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ბევრი მუსიკა ცოტა ფულის სანაცვლოდ“, - წერს Flashscore-ი.
ტოპ 10-ს რაც შეეხება, ის ასე გამოიყურება:
გაბრიელ ჟეზუში - სიტიდან არსენალში
დარვინ ნუნიესი - ბენფიკადან ლივერპულში
ანტონი - აიაქსიდან მანჩესტერში
ადამ ჰლოზეკი - სპარტადან ლევერკუზენში
სადიო მანე - ლივერპულიდან ბაიერნში
ერლინგ ჰოლანდი - დორტმუნდიდან სიტიში
რობერტ ლევანდოვსკი - ბაიერნიდან ბარსელონაში
ვესლი ფოფანა - ლესტერიდან ჩელსიში
პაულო დიბალა - იუვენტუსიდან რომაში