კილიან მბაპე, კარიმ ბენზემა, რაფაელ ვარანი
Aa
Aa

ფეხბურთელებს ბენზემას პოსტები არ უნდა მოეწონებინათ - არეულობა საფრანგეთის ნაკრებში

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, რომენ მოლინამ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მისი თქმით, „სამფეროვნების“ ფეხბურთელებს განუცხადეს, რომ კარიმ ბენზემას მიერ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები არ მოეწონებინათ.

მოლინას თქმით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მოთამაშეებს უთხრეს, რომ პოსტების გარდა, ის ტექსტები და სტატიებიც არ მოეწონებინათ, რომლებშიც ბენზემა იყო ნახსენები. „სამფეროვნების“ მეკარეთა მწვრთნელი, ფრანკ რავიო სოციალურ ქსელებში დიდ დროს ატარებდა და დიდიე დეშამს ატყობინებდა იმ პოსტებისა და სტატიების შესახებ, რომლებიც ფეხბურთელებმა დაალაიქეს.

სხვათა შორის, დღეს, Marca-მ ბენზემას შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ესპანური გამოცემის მიხედვით, კარიმმა „ინსტაგრამზე“ გამოწერა საფრანგეთის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელს გაუუქმა. ბენზემას მხოლოდ ედუარდო კამავინგა, ორელენ ჩუამენი, კილიან მბაპე, რაფაელ ვარანი და მარკუს ტურამი ჰყავს გამოწერილი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა მუნდიალის ფინალი არგენტინასთან პენალტების სერიაში დათმო. ბენზემას ნაცვლად მოთამაშე ჟირუ დეშამმა ფინალურ შეხვედრაში პირველ ტაიმში შეცვალა. ფრანგული პრესის ცნობით, დეშამს ბენზემა გულზე დიდად არასდროს ეხატებოდა და ნაკრებში მისი გამოძახება არ უნდოდა, მაგრამ ქარიმმა „რეალში“ საოცარი სეზონები ჩაატარა, ბოლოს ოქროს ბურთიც მოიგო და მწვრთნელი უბრალოდ იძულებული იყო ის სიაში შეეყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“