გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი
Aa
Aa

ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“

„ვალენსიას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი ესპანელი ჟურნალისტის, პაკო პოლიტის პოდკასტის სტუმარი იყო. „ღამურების“ ექს-თავკაცმა ბევრ თემაზე ილაპარაკა და ერთ-ერთი „ჩეს“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი გახლდათ.

„მახსოვს, უამრავი კრიტიკა იყო, როცა მამარდაშვილს სათამაშო დრო მივეცი. გამაოცა სისწრაფემ, რომელიც ასეთი გაბარიტების მქონე მეკარეს ჰქონდა, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გოლკიპერს ბურთის მოგერიება უნდა შეეძლოს, გიორგის კი ეს გამოსდიოდა. მამარდაშვილის სათადარიგოთა სკამზე გადაყვანას რაც შეეხება, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ იგი მენტალურად კარგ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ესპანურმა გამოცემამ, Deportevalenciano-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ქართველი მეკარე შეაქო. მისი თქმით, „მამარდა“ „ღამურებისთვის“ საკვანძო აქტივია და კლუბმა მისი გასხვისების იდეა დღის წესრიგიდან უნდა ამოიღოს.

ახლახან, Transfermarkt-მა მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება განაახლა და მისი ფასი 25 მილიონ ევრომდე ავიდა. ეს 5-ით მეტია, ვიდრე სექტემბერში დაფიქსირებული მაჩვენებელი. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გიორგი „ვალენსიაში“ მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. პირველ ადგილს, „ღამურების“ კაპიტანი ხოსე გაია იკავებს, რომელიც 40 მილიონი ევრო ღირს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილი გახდა მიზეზები, რის გამოც ევროპულ კლუბებს რონალდუ არ სურთ
ცნობილი გახდა მიზეზები, რის გამოც ევროპულ კლუბებს რონალდუ არ სურთ