კარიმ ბენზემა, ანტუან გრიზმანი, დიდიე დეშამი, კატარი 2022
Aa
Aa

ბენზემა რეალში დიდებული იყო და დეშამი იძულებული იყო გამოეძახებინა

ქარიმ ბენზემასა და დიდიე დეშამს შორის, ასევე ნაკრების ფეხბურთელებთან არსებული კონფლიქტის შესახებ ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება.

ფრანგული Sports-ი წერს, რომ დეშამს ბენზემა გულზე დიდად არასდროს ეხატებოდა და ნაკრებში მისი გამოძახება არ უნდოდა, მაგრამ ქარიმმა „რეალში“ საოცარი სეზონები ჩაატარა, ბოლოს ოქროს ბურთიც მოიგო და მწვრთნელი უბრალოდ იძულებული იყო ის სიაში შეეყვანა.

ამან გამოიწვია გუნდის ლიდერების - უგო ლორისის, ანტუან გრიზმანის, პოლ პოგბას და ოლივიე ჟირუს უკმაყოფილება. „მათ არ თქვეს დიახ ან არა”, - ამბობს წყარო.

მთავარი პრობლემა ბენზემასადმი გრიზმანის დამოკიდებულება იყო. ანტუანი უკმაყოფილო იყო, რადგან თვლიდა, რომ ქარიმი მთელ ყურადღებას საკუთარ თავს უთმობდა და არა გუნდს.

„ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ნაკრების ამჟამინდელი ფეხბურთელები რაღაც რეალითი შოუს გმირები არიან”,

- წერს Sports-ი.

ეს ყველაფერი სულ უფრო აშკარას ხდის, რომ ბენზემა ნაკრებიდან არა ტრავმის გამო, არამედ პირადი შეხედულებებისთვის მოკვეთეს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა მუნდიალის ფინალი არგენტინასთან პენალტების სერიაში დათმო. ბენზემას ნაცვლად მოთამაშე ჟირუ დეშამმა ფინალურ შეხვედრაში პირველი ტაიმის დასრულებამდევე შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილი გახდა მიზეზები, რის გამოც ევროპულ კლუბებს რონალდუ არ სურთ
ცნობილი გახდა მიზეზები, რის გამოც ევროპულ კლუბებს რონალდუ არ სურთ