რობერტ ლევანდოვსკი, კატარი 2022, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები, არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ლევანდოვსკი საოცარ ფინალზე: ეს იმიტომ მოხდა, რომ მატჩი შუა სეზონში შედგა

რობერტ ლევანდოვსკიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთისა და არგენტინის საოცარ ფინალზე ისაუბრა. პოლონელმა აღნიშნა, რომ ტურნირი ასეთი დაძაბული და სანახაობრივი მისი შუა სეზონში ჩატარების გამო იყო.

„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი. ვფიქრობ, ეს იმიტომ მოხდა, რომ მატჩი შუა სეზონში შედგა.

ჩემპიონატამდე ბევრს, მათ შორის მეც, ვფიქრობდი, რომ თამაში რთული იქნებოდა, რაღაც ახალი იქნებოდა. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების ხიბლი ფინალში დავინახეთ.

როგორც წესი, ფინალი ივნისში ან ივლისშია. 70-75 წუთიანი ტემპის შემდეგ თამაშის ხარისხი ეცემა.

მაგრამ ამჯერად ყველა მოთამაშე ინტენსიურად მოქმედებდა, მათ თავისი უნარები აჩვენეს. მატჩის განმავლობაში ცოტა დაღლილები იყვნენ, მაგრამ დაღლილობა გასული სეზონით არ იყო გამოწვეული. ეს დიდ განსხვავებას ქმნის“,

- განაცხადა ლევანდოვსკიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენ კარგი ხარ, მაგრამ არა ისეთი კარგი, როგორც მესი" - ის ყოველთვის ამას აწყდება“
„შენ კარგი ხარ, მაგრამ არა ისეთი კარგი, როგორც მესი" - ის ყოველთვის ამას აწყდება“