„შენ კარგი ხარ, მაგრამ არა ისეთი კარგი, როგორც მესი" - ის ყოველთვის ამას აწყდება“
„ლივერპულის“ ყოფილმა კაპიტანმა ჯეიმი კარაგერმა კრიშტიანუ რონალდუს ბოლო წლებისა და მისი კარიერის შესახებ ისაუბრა. ასევე ლეო მესიც ახსენა.
„მე არ ვარ რონალდუს დიდი გულშემატკივარი, ვფიქრობ, ეს აშკარაა. და ეს არ ეხება მის საფეხბურთო უნარებს. მაგრამ ზოგადად, აღფრთოვანებული ვარ მისი სულის სიძლიერით. მე მას საოცრად ვთვლი.
ის ფსიქიკურად, მენტალურად ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა, ეს შეინიშნებოდა მისი კარიერის განმავლობაში შეინიშნებოდა - მიუხედავად იმისა, რომ მესი ყოველთვის მის გვერდით იყო. მას არასდროს ჰქონია დასვენების საშუალება და იმის ფუფუნება, რომ ეთქვა საუკეთესოა. „დიახ, შენ კარგი ხარ, მაგრამ არა ისეთი კარგი, როგორც მესი" - ეს არის ის, რასაც ის ყოველთვის აწყდებოდა".
რონალდუ არ შეცვლილა, ის ყოველთვის ასეთი იყო და ეს ყველამ იცოდა.
საუბარია არა იმაზე, რომ არ მოჭრათ ის ტოტი, რომელზეც ზიხართ, არამედ იმაზე, რომ ის მივა ისეთ ეტაპამდე, სადაც ძალიან დიდი უბედურება ხდება.
ყველა მწვრთნელს მოთამაშისგან ერთი რამ უნდა: მეტი სარგებელი, ნაკლები აურზაური. სულ ეს არის. როდესაც დახრილობა აურზაურის მიმართულებით არის, ესეიგი წასვლის დროა,“
- ციტირებს კარაგერის სიტყვებს Daily Mail-ი.