ანზორ კავაზაშვილი
Aa
Aa

ანზორ კავაზაშვილი: წავიდეთ აზიაში, ევროპას ჩვენი განადგურება უნდა

მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის აზიაში გადასვლის შესაძლო ვარიანტებზე ისაუბრა.

კავაზაშვილმა ხაზგასმით და კატეგორიულად აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ უეფა უნდა დატოვოს.

ანზორ კავაზაშვილი:

დილიდან საღამომდე მუდმივ ზეწოლაში რომ გამყოფებდნენ, რას გააკეთებდით? მეორე დღეს ამ ადგილზე აღარ მიხვიდოდით, სწორი გადაწყვეტილება ეს იქნებოდა. აზიის კონფედერაციაში გადასვლა სწორი გადაწყვეტილებაა, უეფაში ყოფნა საჭირო აღარაა.

არ მესმის, როდიდან მიიჩნევენ რუსებს ბოროტ ერად? ევროპელები აშინებენ თავის შვილებს ჩვენით. ეს სირცხვილია! ყველაფერი ევროპული არანორმალური პოლიტიკის შედეგია. უნდა მივიდეთ მათთან, დავუჩოქოთ და მოვინათლოთ მათ წინაშე? ჩვენ არასდროს ვიმათხოვრებთ ამ ხალხის წინაშე.

რუსეთი საამაყო ქვეყანაა, ჩვენ შესაძლებლობების ქვეყანა ვართ, ევროპა კი ველური უმართავი ჯუჯების, მეძავეების და ცხოველების. ამას ის კანონებიც მოწმობს, რომლებსაც ისინი იღებენ.

ღმერთმა შექმნა ადამი და ევა, ევროპელები კი ხელახლა დაბადებას ცდილობენ. მათ ჩვენი განადგურება უნდათ, ვაჭრობისა და კომუნიკაციის უფლების ჩამორთმევა, მაგრამ ამას არ დავუშვებთ. ვამტკიცებთ, რომ ძლიერი ხალხი ვართ მდიდარი მიწით!

ჩვენ მენდელეევის ცხრილი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს! ისინი ვერ გადარჩებიან, მაგრამ ჩვენ ვიცხოვრებთ და ვიმუშავებთ! რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას თავისუფლად, უსაფრთხოდ შეუძლია აზიურ ფეხბურთში გადასვლა.

მსოფლიო ფეხბურთში ჩვენს ადგილს ვიპოვით, რა მნიშვნელობა აქვს სად ვითამაშებთ? წავიდეთ აზიაში. კარგ შედეგს სხვა კონფედერაციებშიც ვაჩვენებთ. იმის მიუხედავად, რომ ევროპაში უფრო ძლიერი გუნდები არიან, აზიაში მაინც არ დავიკარგებით.

ცნობისთვის, რუსეთში ხვალ ადგილობრივი საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გაირკვევა, გადავა თუ არა რუსეთი აზიის საფეხბურთო გაერთიანებაში. UEFA-მ რუსები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''შეგვიძლია იმ ბრწყინვალებაში დაბრუნება, რომელიც სსრკ-ში გვქონდა''
''შეგვიძლია იმ ბრწყინვალებაში დაბრუნება, რომელიც სსრკ-ში გვქონდა''