10-15-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელებს მკაცრად დასჯიან
Aa
Aa

10-15-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელებს მკაცრად დასჯიან

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ურუგვაის ნაკრებმა განა 2:0 დაამარცხა, მაგრამ პლეიოფში ვერ გავიდა. „ლა სელესტე“ მატჩის მსაჯობით უკმაყოფილო იყო და ურუგვაელი ფეხბურთელები საფინალო სასტვენის შემდეგ, დანიელ ზიბერტს დაუპირისპირდნენ.

ფიფას დისციპლინარულმა კომიტეტმა სამხრეთ ამერიკელთა ქმედებებზე გამოძიება დაიწყო და AS-ის ცნობით, ფეხბურთელებს სერიოზული სასჯელი ემუქრებათ. ვერდიქტი თებერვალში გახდება ცნობილი და არის შანსი, „ლა სელესტეს“ წარმომადგენლებს 6 თვის გამოტოვებაც მოუწიოთ.

როგორც ირკვევა, ედინსონ კავანის, ხოსე მარია ხიმენესს, დიეგო გოდინს, ფერნანდო მუსლერასა და სხვებს 10-15-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ. ფიფას შეუძლია, ორი განაჩენი გამოიტანოს. პირველი ვარიანტის შემთხვევაში, ფეხბურთელებს ნაკრების მაისურის მორგება ურუგვაის მომდევნო 10-15 შეხვედრაში აეკრძალებათ, მეორე ვარიანტის მიხედვით კი, საუბარი 6-თვიან დისკვალიფიკაციაზეა.

შეგახსენებთ, რომ განასთან მატჩის შემდეგ, ლუის სუარესმა ფიფა გააკრიტიკა და განაცხადა: „დარვინ ნუნიესზე პენალტი აშკარა იყო და კონტაქტს კავანის ეპიზოდის დროსაც ჰქონდა ადგილი. მსაჯთა კომიტეტმა და ფიფას წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთონ და გაგვარკვიონ, რის გამო ნიშნავენ პენალტებს და რატომ არ მივიღეთ დღეს ორი თერთმეტმეტრიანი. ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არაა და წარუმატებლობა ჩვენი ბრალიცაა, რადგან სათანადო რეაქცია არ გვქონია. მატჩის შემდეგ, ჩემი შვილების ნახვა მინდოდა და ფიფას წარმომადგენლებმა ამაზე უარი მითხრეს, როცა ერთ-ერთ შეხვედრაში, ფრანგი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე თავის შვილებთან ერთად იმყოფებოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იერუსალიმის მასტერსი | სულამანიძე ჩემპიონია, მაისურაძე ბრინჯაოს დასჯერდა
იერუსალიმის მასტერსი | სულამანიძე ჩემპიონია, მაისურაძე ბრინჯაოს დასჯერდა