ტოპ 10 ილეთს შორის - ილია თოფურიას დიდი აღიარება
UFC-იმ 2022 წლის საუკეთესო მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთები დაასახელა. ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში 10 მებრძოლია გამორჩეული და ერთ-ერთი მათგანი ილია თოფურია გახლავთ, რომელმაც ბრაის მიტჩელს დანებება აიძულა.
„თოფურიამ UFC 282-ის მეინ ქარდი დომინანტური გამარჯვებით გახსნა, მეორე რაუნდში, იმედისმომცემი ბრაის მიტჩელი დაამარცხა და დანებება აიძულა. ელ მატადორს UFC-ში 5-დან 5 გამარჯვება აქვს, კარიერაში კი - 13 მოგება და 0 მარცხი. თოფურია თავისი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ში შევიდა და არის მებრძოლი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ“, - წერს UFC-ის გვერდი.
UFC-ის რჩეულთა ათეული ასე გამოიყურება
1 - ჯესიკა ანდრადე vs ამანდე ლემოსი
2 - ირჟი პროხაზკა vs გლოვერ ტეიშეირა
3 - ტომ ასპინალი vs ალექსანდერ ვოლკოვი
4 - ისლამ მახაჩევი vs ჩარლზ ოლივეირა
5 - კლაუდიო პუელესი vs კლეი გუიდა
6 - პოლ კრეგი vs ნიკიტა კრილოვი
7 - მეთ შნელი vs სამურდაერჯი
8 - ჩარლზ ოლივეირა vs ჯასტინ გეიჯი
9 - ილია თოფურია vs ბრაის მიტჩელი
10 - საიდ ნურმაგომედოვი vs კოდი სტამანი