ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩას ყურადღებით აკვირდება“ - პსჟ კვარას ყიდვას აპირებს?

ფრანგული პსჟ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ინტერესდება და ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება.

ცნობილი თურქი სატრანსფერო ექსპერტის და ჟურნალისტის ეკრემ კონურის ინფორმაციით, პარიზული კლუბის წარმომადგენლებმა „ნაპოლის“ რამდენიმე თამაშსაც მიადევნეს ყურადღება და არაა გამორიცხული, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეაპოლურ გუნდს ოფიციალური შეთავაზებითაც მიმართონ.

ცნობისთვის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ევროპულ მედიაში ხვიჩას მიმართ პსჟ-ს ინტერესზე იწერება. რამდენიმე კვირის წინ, ამის შესახებ კლუბთან დაახლოებულმა გვერდმა, Paris Saint-Germain Actualités-მაც დაწერა, რომელიც ამბობდა, რომ პარიზელები კვარაცხელიას გადაბირებით სერიოზულად იყვნენ დაინტერესებულები.

პარალელურად, რამდენიმე დღის წინ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ კლუბი ხვიჩას გაყიდვას არ აპირებს, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი წლიდან დე ლაურენტისი ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს და ხელფასსაც გაუორმაგებს.

შეგახსენებთ, რომ ახლა „ნაპოლი“ სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება. კვარას გუნდი სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია, მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება
სპალეტი: ხვიჩა შესანიშნავი პროფესიონალია, მას მხოლოდ მუშაობა სჭირდება