FIFA-ს რეიტინგი - არგენტინა მაინც ვერ გალიდერდა, საქართველო უცვლელადაა
FIFA-მ წლის ბოლო სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის გაზაფხულამდე აღარ განახლდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინა ცხრილის სათავეში არ იმყოფება და პირველ ადგილს ბრაზილიის ნაკრები იკავებს. „ალბისელესტე“ მხოლოდ მეორე ადგილზეა.
36-მატჩიანი წაუგებელი სერიის, კოპა ამერიკის მოგების და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონობის მიუხედავად არგენტინამ წინ მხოლოდ ერთი საფეხურით წაიწია.
მესამე პოზიციაზე მუნდიალის ფინალისტი საფრანგეთის ნაკრები იმყოფება. რაც შეეხება ათეულს, ის ასე გამოიყურება:
1 - ბრაზილია - 1840.77 ქულა
2 - არგენტინა - 1838.38
3 - საფრანგეთი - 182.39
4 - ბელგია - 1781.3
5 - ინგლისი - 1774.19
6 - ნიდერლანდები - 1740.92
7 - ხორვატია - 1727.62
8 - იტალია - 1723.56
9 - პორტუგალია - 1702.54
10 - ესპანეთი - 1692.71
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, რომელმაც წლის ბოლო მატჩი მუნდიალის ნახევარფინალის მაროკოსთან 0:3 დათმო, ცხრილში ცვლილება არ განუცდია და 1305.98 ქულით კვლავ 78-ე ადგილზეა.