1000 პესო - მესი შესაძლოა არგენტინულ ბანკნოტზე გამოსახონ
არგენტინაში საჩემპიონო სიგიჟე უკვე დაიწყო. მუნდიალის მოგების შემდეგ, ქვეყანაში ემოციების ტალღებია, რომლებიც არ წყნარდება. ამ ყველაფერს დღეს ახალი ამბავი დაემატა.
El Financiero-ს ცნობით, შესაძლოა მესის გამოსახულება არგენტინული ფულის ბანკნოტზე განათავსონ. არგენტინის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ამაზე სერიოზულად ფიქრობენ და მათ სურთ, ეროვნული გუნდის წარმატება ამ გზითაც აღნიშნონ.
ივარაუდება, რომ მესის გამოსახულება 1000 პესოს კუპიურაზე დაიბეჭდება. არჩევანი გამომდინარეობს ლეოს სათამაშო ნომრიდან (10). კუპიურის უკანა მხარეს კი შესაძლოა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზედმეტსახელი „La Scaloneta” განთავსდეს. თუმცა ამაზე ჩამოყალიბებულები ჯერ არ არიან. შესაძლოა უკანა ფონზე გუნდის გამოსახულებაც იყოს.
Argentina’s Central Bank is reportedly considering putting the Lionel Messi’s face on 1000-peso notes ???????????? pic.twitter.com/hetaR3C1oc
— Barstool Football (@StoolFootball) December 21, 2022
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი 36-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. მესიმ ტურნირზე 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.