ნაპოლი, ლილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა აქტიური იყო - ნაპოლი ლილთან განადგურდა

„ნაპოლიმ“ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა და საკუთარ კედლებში „ლილთან“ 1:4 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო.

ქართველ ფეხბურთელს პირველ ტაიმში სამჯერ ჰქონდა გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა, მაგრამ ერთ შემთხვევაში მეკარემ აჯობა, ერთხელ ბურთი მცველს მოარტყა, ხოლო ერთხელ კი ბურთს ფეხი ააცილა.

მიუხედავად ამისა, კვარაცხელიამ საკუთარ თანაგუნდელებს რამდენიმე საკვანძო პასი გაუკეთა, მაგრამ ვერცერთმა ვერ გამოიყენა. აღსანიშნავი იყო პირველ ტაიმში მაღალი გადაცემა ვიქტორ ოსიმენის მიმართულებით, მაგრამ ნიგერიელმა თავდამსხმელმა ზუსტად ვერ დაარტყა. ცნობისთვის, მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი 93-ე წუთზე რასპადორიმ გაიტანა.

ლუჩიანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან 84-ე წუთზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ზედიზედ მეორედ ამხანაგური მატჩი წააგო. „ლილთან“ დაპირისპირებამდე „პარტენოპეი“ საკუთარ კედლებში „ვილიარეალს“ შეხვდა და 2:3 წააგო.

ხვიჩას ყველა მომენტი "ლილთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე ქართველი სერია A-ში? ჯენოა მიქაუტაძეს აკვირდება
მესამე ქართველი სერია A-ში? ჯენოა მიქაუტაძეს აკვირდება