მემფის დეპაი
Aa
Aa

ნიუკასლი 20 მილიონს იხდის, ბარსა თანახმაა, დეპაი ჯერ არა

„ნიუკასლი“ იანვარში „ბარსელონადან“ მემფის დეპაის შეძენას გეგმავს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, „კაჭკაჭები“ კატალონიელებს 20 მილიონ ევროს სთავაზობენ და „ბარსას“ წინადადება მოსწონს, თუმცა დეპაი შუა სეზონში გუნდის შეცვლის მომხრე არ არის.

აღსანიშნავია, რომ მემფისი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მას წასვლა სწორედ ამ გზით სურს.

ამ მხრივ, „ბარსელონა“ მზადაა დეპაის იმ თანხების ნაწილიც კი შესთავაზოს, რომელსაც „ნიუკასლიდან“ მიიღებენ, რათა ნიდერლანდელი დაარწმუნონ ტრანსფერზე დათანხმდეს.

იანვარში „ბარსელონა“ რამდენიმე ტრანსფერს გეგმავს და საამისოდ კლუბს მოთამაშეების გაყიდვა სჭირდება. დეპაი კი წასვლის პირველი კანდიდატია.

მიმდინარე სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა ლა ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოირიცხა - ბარსა ბერნარდუ სილვასთვის აღარ იბრძოლებს
გამოირიცხა - ბარსა ბერნარდუ სილვასთვის აღარ იბრძოლებს