მინიმუმ 2 წლით, მესი ევროპაში რჩება - პსჟ, თუ ბარსა?
Aa
Aa

მინიმუმ 2 წლით, მესი ევროპაში რჩება - პსჟ, თუ ბარსა?

მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ, ყველა ელის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლეო მესი - დარჩება, თუ არა ის ევროპაში და თუ დარჩა, რამდენი ხნით?

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ ლეო ამჟამად უმაღლეს დონეზე დარჩენას კიდევ 2 წლით გეგმავს.

წყაროს ცნობით, მესი მინიმუმ ორ წელს ასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეო 2025 წლამდე ევროპაში იქნება და შესაძლოა ეს 3 ან 4 სეზონითაც მოხდეს.

პსჟ-ს ხელმძღვანელობას სურს ისარგებლოს ამით და მესისთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, რის შემდეგაც ის კლუბისთვის გლობალური ელჩი გახდება, ასევე ზოგადად კატარის კონგლომერატისთვის, რომელიც პარიზულ კლუბს მართავს.

მესის ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით, პარი სენ-ჟერმენს ფეხბურთელის შენარჩუნების 90%-იანი შანსი აქვს.

რაც შეეხება „ბარსელონას“, Sport-ი წერს, რომ უახლოეს მომავალში ჟოან ლაპორტა მესისთან ურთიერთობის აღდგენას აპირებს და შეეცდება ის მშობლიურ კლუბში დაბრუნებაში დაარწმუნოს.

„ბარსა“ პსჟ-ს ფინანსურად კონკურენციას ვერ გაუწევს, მათ მხოლოდ მესის სურვილის იმედი აქვთ. აღსანიშნავია, რომ არგენტინელს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ამას მხოლოდ Sport-ი წერს.

Le Parisien-ი კი წერს, რომ ზემოხსენებული 2 წელი, რომელსაც ლეო ევროპაში გაატარებს, პსჟ-ს მაისურით იქნება. ინფორმაციას უკვე ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოირიცხა - ბარსა ბერნარდუ სილვასთვის აღარ იბრძოლებს
გამოირიცხა - ბარსა ბერნარდუ სილვასთვის აღარ იბრძოლებს