ადილ რამი: მარტინესი მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი...
ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ადილ რამი, არგენტინელთა ჩემპიონობის შემდეგ, მათი ქმედებებით, კერძოდ კი ემილიანო მარტინესის საქციელით გაღიზიანებულია და მას აკრიტიკებს.
„კილიან მბაპე მათ იმდენად აშინებს, რომ ისინი მასზე გამარჯვებას უფრო მეტად აღნიშნავენ, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.
ემილიანო მარტინესი მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი ნაბი**არი და ყველაზე საძულველი ადამიანია. ოქროს ხელთათმანი მას არ უნდა მოეგო. ტურნირის საუკეთესო მეკარე ცალსახად მაროკოელი ბონო იყო“.
- წერს ადილ რამი სოციალურ ქსელში.
მარტინესის გამაღიზიანებელი ქმედებები
ემილიანო მარტინესმა გასახდელში მბაპეს მიმართ „წუთიერი დუმილის“ ჟესტი გამოიყენა. შემდეგ არგენტინაში ზეიმისას კილიანის გამოსახულებიანი სათამაშო ხელით ატარა, რამაც ფრანგები კიდევ უფრო გააღიზიანა.
არგენტინელთა გოლკიპერმა ოქროს ხელთათმანის ჟესტი ასე ახსნა:
„ჩემი ეს ჟესტი? ფრანგებისკენ იყო მიმართული, რადგან ისინი მთელი მატჩის განმავლობაში მისტვენდნენ და ჩემი წყობიდან გამოყვანას ცდილობდნენ. მინდა იცოდნენ, რომ ზეწოლა ჩემზე არ მოქმედებს".