“კაცი, რომელმაც ყველა გააოცა“ - Gazzetta კვარაცხელიაზე
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და სულ მალე საკლუბო ფეხბურთი განახლდება. საბედნიეროდ, ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და „ნაპოლისთან“ ერთად ამხანაგურ მატჩებში იღებს მონაწილეობას.
ავტორიტეტული გამოცემა Gazzetta ქართველი ფეხბურთელის თამაშს განიხილავს და მასზე სტატიას წერს.
Gazzetta:
„ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებას დიდი მოლოდინი აქვს. კაცი, რომელმაც სეზონის პირველ ნაწილში ყველა გააოცა. ქართველი ფეხბურთელი ახლა კარგად არის და ტკივილები აღარ აწუხებს. ტკივილი ახლა მხოლოდ მოგონებაა. თანდათან ის კიდევ წარმოაჩენს თავის ბრწყინვალებას და ზამთრის გრძელ დღეებში „ნაპოლის“ ოცნებებს გაზაფხულისკენ წაიყვანს.
„პარტენოპეის“ მისი ხრიკები და ცრუ მოძრაობები არა მხოლოდ გულშემატკივრების გასახარებლად, არამედ სკუდეტოს მოსაგებად სჭირდება. რბოლა „სან სიროდან“ განახლდება, სადაც სექტემბერში კვარაცხელია მთავარი „გამრღვევი“ აღმოჩნდა და პიოლის არჩევანზე იმოქმედა. ყველა თვისებასთან ერთად სპალეტი მას გუნდის ლიდერობას სთხოვს. ხვიჩას შეუძლია თითოეულ მატჩში ფუნდამენტური გადაწყვეტილების მქონე ფეხბურთელი გახდეს.“
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია ა-ს 41 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „მილანს“ 8 ქულით უსწრებს. ასევე შეგახსენებთ, 21 წლის ქართველმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ლივერპულის“ წინააღმდეგ მიიღო და ამის გამო რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამოტოვა.