მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ლისანდრო მარტინესი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “ლისანდროს გადმოყვანა ჩემი დამსახურებაა“

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლისანდრო მარტინესისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ იბრძოდნენ. საბოლოოდ არგენტინელი მცველი „წითელ ეშმაკებს“ შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის საკმაოდ დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა. ერიკ ტენ ჰაგმა კი აგხსნა, თუ როგორ მოახერხა გამარჯვება.

ტენ ჰაგი:

„მარტინესს „აიაქსის“ დატოვება თვითონ უნდოდა. ჩვენ, რომ ბევრი არ გვეაქტიურა აუცილებლად „არსენალში“ წავიდოდა. მისი დაყოლიება პირადად ჩემი დამსახურებაა. „არსენალმა“ ლისანდროს შესაძენად ბევრი გააკეთა. ის „მეთოფეებისთვის“ პრიორიტეტი იყო.

ერთ დღეს ლისანდრომ დამირეკა და მითხრა: „მწვრთნელო, „აიაქსის“ დატოვებას ვაპირებ და შემოთავაზება „არსენალიდან“ მაქვს. თავისუფლად შემიძლია კონტრაქტს მოვაწერო ხელი, მაგრამ თუ შენ გსურს „მანჩესტერში“ გადმოვალ. იმ წამსვე ხელმძღვანელობას დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი. ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა.“

შეგახსენებთ, რომ მარტინესმა დღემდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 21-ჯერ ითამაშა, მაგრამ ჯერჯერობით არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია. ასევე შეგახსენებთ, ლისანდრო არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიბუ მარტინესმა მითხრა, შუაში დამერტყა“ - დიბალამ პენალტების სერიაზე ისაუბრა
„დიბუ მარტინესმა მითხრა, შუაში დამერტყა“ - დიბალამ პენალტების სერიაზე ისაუბრა