ლიონელ მესი, პირს მორგანი
Aa
Aa

„გავიგეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე“ - პირს მორგანი მესის ფოტოებს გამოეხმაურა

ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა ლიონელ მესის კიდევ ერთხელ წაკბინა. ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც არ მალავს, რომ კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივარია, „ლა პულგას“ ფოტოებს გამოეხმაურა, რომლებზეც იგი მსოფლიო ჩემპიონატის თასთან ერთადაა გამოსახული.

„კარგი ლეო, გავიგეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე. ზედმეტი თვითკმაყოფილებით ცოტათი გადააჭარბე“.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მორგანი მესის ირიბად აკრიტიკებს. რამდენიმე საათის წინ, იგი ბუენოს აირესის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა: „ქალაქის მოსახლეობა 15 მილიონ ადამიანს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ 11-მა მილიონმა სახლში დარჩენა გადაწყვიტა, რადგან ისინი ჩემნაირად ფიქრობენ, რომ მარადონა ყველა დროის საუკეთესო არგენტინელია“.

შეგახსენებთ, რომ პირს მორგანის აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. მეორე ადგილზე მარადონა იმყოფება, მესი მესამე პოზიციას იკავებს, თუმცა შესაძლოა, მეოთხეც იყოს, რადგან ბრაზილიელი რონალდო არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ძალიან მაგარი მატჩი - ორმაგი დუბლი, 4 ჩაჭრა და 7 მოხსნა მეტოქის ფარზე
მამუკელაშვილის ძალიან მაგარი მატჩი - ორმაგი დუბლი, 4 ჩაჭრა და 7 მოხსნა მეტოქის ფარზე