ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

ბრაის მიტჩელი თოფურიასთან მარცხის შემდეგ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა

სოციალურ ქსელებში ილია თოფურიასა და ბრაის მიტჩელს შორის გამართული ბრძოლის შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. „ელ მატადორთან“ მარცხის შემდეგ, გასახდელში მყოფმა მიტჩელმა თავის მწვრთნელებს განუცხადა, რომ აღარ უნდოდა, მსგავსი ტკივილი კიდევ ეგრძნო და კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

„ალბათ, სინანულს ვგრძნობ. იცით რა? შემეძლო, უკეთ გამოვსულიყავი. ისეთი ტკივილი მაწუხებს, რომ ვფიქრობ, გაგრძელება არ ღირს. მინდა, MMA-ის თავი დავანებო და ყურადღება, რომელსაც ყოველდღე ამ სპორტს ვუთმობ, სხვა რაღაცას დავუთმო. უმიზეზოდ არაფერი ხდება და ცხოვრებას გავაგრძელებ. ენერგიას, რომელსაც MMA-ზე ვხარჯავ, სხვა რაღაცისკენ მივმართავ და ვფიქრობ, წარმატებულიც ვიქნები“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასთან ბრძოლამდე, მიტჩელი დაუმარცხებელი იყო და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 10-ის წევრი გახლდათ. ილიამ მას მეორე რაუნდში სძლია და მეტოქეს დანებება აიძულა, რის შემდეგაც ტოპ 15-ში მისი პოზიცია დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის ძალიან მაგარი მატჩი - ორმაგი დუბლი, 4 ჩაჭრა და 7 მოხსნა მეტოქის ფარზე
მამუკელაშვილის ძალიან მაგარი მატჩი - ორმაგი დუბლი, 4 ჩაჭრა და 7 მოხსნა მეტოქის ფარზე