ხვიჩა კვარაცხელია, პაოლო სპეჩია
Aa
Aa

„ტრავმამდეც შევამჩნიე, რომ თამაშს მოუკლო“ - იტალიელი მწვრთნელი კვარაზე

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა, პაოლო სპეჩიამ რადიო Punto Nuovo-ში სტუმრობისას „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსებსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს სპეჩია:

კვარაცხელია არ არის მოთამაშე, რომელიც მარტივად ანათებს, ის არის რეფლექსური ფეხბურთელი და არა რეაქტიული, მაგალითად, როგორც ოსიმენი. იმედი მაქვს, ის იმ დონეს დაუბრუნდება, როგორშიც სეზონის დასაწყისში იყო. მაგრამ ტრავმის მიღებამდეც შევამჩნიე, რომ მან თამაშს ოდნავ მოუკლო. ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო კონდიციებშიც რომ არ იყოს, „ნაპოლის“ მაინც დიდი პოტენციალი ექნება. სპალეტის ალტერნატივები წარმოუდგენელია, ვგულისხმობ სიმეონესა და რასპადორის. ზოგადად, ახლანდელი „ნაპოლი“ ბრწყინვალედ არის გაერთიანებული საერთო მიზნისკენ. სპალეტიმ მოახერხა და გუნდში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი ერთმანეთთან შეათამაშა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი განსხვავებას ქმნის.

ფრანჩესკო პაოლო სპეჩია სხვადასხვა წლების განმავლობაში „ბენევენტოს, „სპალის“, „სპეციას“ და კიდევ მრავალი გუნდის გაწვრთნით იყო დაკავებული, თუმცა 2007 წლის შემდეგ პენსიაზეა გასული.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სპალეტის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველ შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა 15 დღეში ჩვეულ დონეზე დავაბრუნოთ
Gazzetta: მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა 15 დღეში ჩვეულ დონეზე დავაბრუნოთ