სტეფან პიეშივაცი, გიორგი მაგრაქველიძე, ხვიჩა ჯახაია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: დინამო თბილისის წარუმატებელი სერია გრძელდება

წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში სპლიტის „იადრანმა“ შინ „დინამო თბილისი“ 21:7 დაამარცხა.

მასპინძლები 2:0-ს იგებდნენ, რასაც ჯახაიამ და პიეშივაცმა გოლებით უპასუხეს, ანგარიში გათანაბრდა - 2:2. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 6:3 მოიგეს, მესამე გოლი „დინამოს“ მხრიდან მაგრაქველიძის აქტივშია.

მეორე მეოთხედი ხორვატული კლუბის სრული უპირატესობით განვითარდა, „იადრანმა“ 8:0 მოიგო. მესამე მეოთხედში „იადრანმა“ 4 გოლი შეაგდო და მხოლოდ 2 გაუშვა. ბოლო მეოთხედი მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

ქართული კლუბის მხრიდან პიეშივაცმა სამი გოლი გაიტანა. ახვლედიანის აქტივში 2 გოლია, ჯახაიამ და მაგრაქველიძემ თითო-თითო გოლი შეაგდეს.

8-გუნდიან ჯგუფში „ჰანოვერი“ და „დინამო თბილისი“ გამოკვეთილი აუტსაიდერები არიან, მათ 4-დან ოთხივე მატჩი დათმეს. „ბარსელონა“ და „ოლიმპიაკოსი“ 10-10 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან.

მე-5 ტურში ქართული კლუბი „რადნიჩკის“ ესტუმრება, შეხვედრა სერბეთში 10 იანვარს გაიმართება.

ფოტო: „დინამო თბილისის“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩასგან სწორედ ამას ველოდი“ - სანიოლის ინტერვიუ Gazzetta-სთან
„ხვიჩასგან სწორედ ამას ველოდი“ - სანიოლის ინტერვიუ Gazzetta-სთან