ჟორჟინიო: “მუნდიალი არ მაინტერესებდა და არ ვუყურებდი“
ის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყვნენ მაინც აქტიურად უყურებდნენ მუნდიალს. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობდნენ და ერთ-ერთი ასეთი იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ჟორჟინიო გახლავთ.
რა თქვა ჟორჟინიომ?
„მსოფლიო ჩემპიონატის ყურება ტელევიზორში ძალიან რთული იყო. განსაკუთრებით დასაწყისში. თამაშების ყურება არ მინდოდა. სწორედ ამიტომ, ყურადღება, რომ გადამეტანა ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ წავედი. მე მხოლოდ რამდენიმე მატჩს ვუყურე, თანაც ისეთს, რომელშიც ჩემი მეგობრები თამაშობდნენ.
იცით? დაწყების დროც არ ვიცოდი. არ მინდოდა ყურება და არც მაინტერესებდა. ბოლოს კი მაინც ფეხბურთის მოყვარული ჟორჟინიო დაბრუნდა და ფინალურ ეტაპს უყურა. დანაშაულია, რომ იტალია იქ არ იყო.“
შეგახსენებთ, რომ „სკუადრა აძურამ“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა და კატარში გასამგზავრებლად პლეი-ოფში თამაში დასჭირდა, სადაც ჩრდ.მაკედონიას დაუპირისპირდა და 0:1 წააგო. ამის შედეგად კი მანჩინის შეგირდები მუნდიალს მიღმა დარჩნენ.