სევილია, ისკო
Aa
Aa

ორმხრივი შეთანხმების შედეგად - ისკო სევილიადან წავიდა

ბევრს ეგონა, რომ ისკო ალარკონი „სევილიაში“ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებიდან 4 თვეში ესპანელი ნახევარმცველი ანდალუსიური კლუბიდან წავიდა.

მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება ორმხრივი გარიგების საფუძველზე შეწყდა. ამის მიზეზად კი ფეხბურთელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის არსებული კონფლიქტია.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც „სევილიადან“ ლოპეტეგი გაათავისუფლეს. მის ნაცვლად კი სამპაოლი დანიშნეს. არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობის დროს, ისკოს როლი უმნიშვნელო გახდა და სათამაშო წუთებსაც იშვიათად იღებდა. ამან კი მონჩისთან დაპირისპირება გამოიწვია.

საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ ისკომ კლუბი დატოვა და ახლა ის თავისუფალი აგენტია. ცნობისთვის, 30 წლის ფეხბურთელმა „სევილიას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 19-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
L'equipe: ზიდანი გამოირიცხა, დეშამი საფრანგეთის ნაკრებში რჩება
L'equipe: ზიდანი გამოირიცხა, დეშამი საფრანგეთის ნაკრებში რჩება