ლიონელ მესი, ხორხე ვალდანო
Aa
Aa

ვალდანო: “მესიმ მითხრა, რომ 2026 წლის მუნდიალზეც ითამაშებს“

ლეო მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ამით ყველა კრიტიკოსს პასუხი გასცა. ბევრი ვარაუდობდა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი სანაკრებო კარიერას დაასრულებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თავად ლეოს თქმით, ის როგორც მინიმუმ კოპა ამერიკაზე აპირებს თამაშს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხორხე ვალდანომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

რა თქვა ვალდანომ?

„არგენტინის გამარჯვებით, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ყველაფერი, რაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა ძალიან სასიამოვნო იყო. დაუვიწყარი დღეები გამოვიარე. ბევრი ელოდებოდა, რომ მესი სანაკრებო კარიერას დაასრულებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

იცით კამერებს მიღმა რა მითხრა? დამპირდა, რომ თუ მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა, აუცილებლად ითამაშებდა 2026 წლის მუნდიალზე. ვნახავთ შეძლებს, თუ არა ლეო ამას. ფეხბურთმა გვაჩვენა, რომ 6 მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შეუძლებელია.

მარადონასა და მესის შორის მსგავსება ის არის, რომ ისინი ორი გენიოსი არიან. განსხვავება ისაა, რომ მექსიკაში 86 წელს დიეგო 26 წლის იყო. ლეო კი 35 წლისაა და მას თავისი გენიოსობა და სიბრძნე უნდა გამოეჩინა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთი შეიცვალა, დღეს განსაკუთრებული მოთამაშეები ნაკლებად გვხვდება“ - მესი
„ფეხბურთი შეიცვალა, დღეს განსაკუთრებული მოთამაშეები ნაკლებად გვხვდება“ - მესი