440 მილიონი - როგორ განაწილდა მუნდიალის საპრიზო ფონდი
FIFA-ს გადაწყვეტილებით კატარის მუნდიალის საპრიზო ფონდი 440 მილიონი აშშ დოლარი იყო. რუსეთის 2018 წლის მუნდიალთან შედარებით კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე საპრიზო ფონდი 40 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.
მსოფლიოს ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა 42 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებით 4 მილიონით ნაკლები მიიღო.
ჩემპიონი არგენტინა - 42 მილიონი აშშ დოლარი
ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი - 30 მილიონი აშშ დოლარი
მესამეადგილოსანი ხორვატია - 27 მილიონი აშშ დოლარი
მეოთხეადგილოსანი მაროკო - 25 მილიონი აშშ დოლარი
1/4-ფინალის მონაწილე, რომელიც დამარცხდა - 17 მილიონი აშშ დოლარი
1/8-ფინალის მონაწილე, რომელიც დამარცხდა - 13 მილიონი აშშ დოლარი
მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია - 9 მილიონი აშშ დოლარი
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის უდრამატულეს ფინალში არგენტინისა და საფრანგეთის დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა. პენალტების სერიაში „ალბისელესტემ“ 4:2 გაიმარჯვა და ისტორიაში მესამედ პლანეტის საუკეთესო ნაკრები გახდა.
მესამეადგილისთვის შეხვედრაში ხორვატიამ მაროკო 2:1 დაამარცხა. ხორვატები ისტორიაში მეორედ მუნდიალზე მესამე ადგილზე გავიდნენ (1998, 2022).